პარლამენტის მშენებლობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტაცია, საქმის გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცემა. დოკმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობა უკანონოდ აშენებულია. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ სახსრების მოპოვება და ხარჯვების მიზნობრიობა გამჭვირვალე არ არის.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, ვინაიდან შენობა ამ დრომდე არ არის ექსპლოატაციაში შესული და იკვეთება კონკრეტული დარღვევები, სასურველია საქმე პროკურატურას გადაეცეს.
„ასე სჯობს, საქმე გადავცეთ პროკურატურას, რომელიც შეისწავლის საქმეს საფუძვლიანად და დაადგენს ვინ რა დარღვევებით აწარმოა პარლამენტის მშენებლობა,"-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.