დღეს, 27 ივნისს, ბრალდება წარედგინა სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მე-5 თანამონაწილეს დავით ქოქიაშვილს. მისი დანაშაულში მონაწილეობა 2006 წლიდან დღემდე განზრახ იყო დაფარული.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დავით ქოქიაშვილს ბრალი ედება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „გ" „ზ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი ხელისუფლების წრმომადგენლის მიერ, ჯგუფურად, 2 ან მეტი პირის მიმართ და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „დ" „ე" და "თ" ქვეპუნქტებით (წამება ჩადენილი მოხელის მიერ, 2 ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და შეკვეთით). დავით ქოქიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის პროკურატურა დღესვე მიმართავს სასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები