საქართველოს ბიზნესგარემოს ადგილზე შესასწავლად ყატარის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მან ნიკა გილაურის ყატარში ვიზიტის შედეგების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა. 
მჭედლიშვილის თქმით, ყატარის პრემიერ-მინისტრის საქართველოლში ვიზიტი სავარაუდოდ 4-5 აპრილს შედგება. 
ყატარში ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაურმა ოფიციალური შეხვედრები გამართა კოლეგა პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.