ქუთაისში ავტოქარხანის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. პასატის მარკი" მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ მანქანაში მსხდომი ადამიანები ადგილზე გარდაიცვალნენ.
როგორც, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ძლიერი ავარიის შედეგად ადგილზე 3, ხოლო საავადმოყოში გადაყვანის პროცესში 1 ადამიანი გარდაიცვალა.
„ადგილზე, როცა გამოვცხადდით, მსუბუქ მანქანაში ერთი ადამიანი გარდაცვლილი გაჭედილი დაგვხვდა, რომლის გამოსაყვანად მანქანის გაჭრა დაგვჭირდა",-ამბობს იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე აკაკი ყვავაძე.