ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახით იკითხებიან ქალაქ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით.
„აღნიშნული პირები იყვნენ დაბარებულები დაკითხვაზე, რის შემდეგაც მათ დატოვეს საგამოძიებო სამსახური", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.