აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და ქალაქ ლინკოლნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, დღეს, 18:00 საათზე, პირველ ქართულ-ამერიკული skype -კონფერენცია გაიმართება.
30-მდე დევნილ მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა ამერიკელ თანატოლებთან შეკითხვები დასვან და მათი მხრიდან მიიღონ ინფორმაცია განათლების ხარისხის, კარიერის დაგეგმვისა და მათი განვითარების შასაძლებლობებთან დაკავშირებით. ქართველი ბავშვები კი უცხოელ თანატოლებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განათლების მიღწევებსა და პრობლემებზე მიაწვდიან ინფორმაციას.
ქართულ-ამერიკული skype-კონფერენცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დალი ხომერიკის ინიციატივითა და ქალაქ ლინკოლნის ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორისა და ამერიკის ფულბრაიტის პროგრამის მკვლევარის მაილს ბრაიანტის ხელშეწყობით პირველად იმართება.
სამინისტრო მომავალშიც გეგმავს მსგავსი კონფერენციის მოწყობას სხვა ქვეყნებთან, რათა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლის, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და სამოქალაქო აქტიურობის მოტივაცია შეუქმნან.