შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების დარღვევა) მოტო ნავით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე დავით ბ.
აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.