ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურებს.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწებიან.