თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ, ილიასა და აკაკის ძეგლთან სამართალდამცავებმა სტუდენტები დააკავეს, რომლებიც ძეგლზე აპირებდნენ გამოეფინათ პლაკატი წარწერით - "არ შეეხოთ უნივერსიტეტებს"
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"არასამთავარობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ განუცხადა, პოლიციამ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები თორნიკე ჩიქოვანი და ბერდია ბერიძე, ასევე, აგრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ჩომახაშვილი პერფომანსის მოწყობის მცდელობის გამო დააკავა.
„დაკავებულები ორათაჭალაში გჰადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ბერდია ბერიძე გაათავისუფლეს", - განმარტა ურუშაძემ.
მისვე თქმით, სტუდენტების ქმედება, კანონის მიხედვით, ადმინისტრაციულ ჯარიმასაც კი არ ითვალისწინებდა.
„მათ ჰქონდათ პლაკატი და თოკი. პლაკატი უნდა ჩამოეკიდათ ძეგლზე გადაეღოთ ფოტო, რომელიც შემდეგ აიტვირთებოდა საიტზე. ძეგლის დაზიანების არავითარი მცდელობაც კი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ამის მიუხედავად, სამივე სტუდენტი დააკავეს. ბერიძე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მას თურმე ხელში არც პლაკატი და არც თოკი არ ეკავა", - განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, მათ მოახერხეს გასაუბრებდნენ პოლიციელს, რომელმაც კითხვაზე, თუ რატომ დააკვეს სტუდენტები, მაშინ როდესაც მათ კანონი არა თუ არ დაურღვევიათ, ამის მცდელობაც არ ჰქონიათ, პოლიციელმა განუმარტა, რომ ის ასრულებდა დავალებას და მისთვის სხვა არაფერია ცნობილი.
„ ახლა დაგვიკავშირდა ნიკა ჩომახაშვილი, რომელმაც მოითხოვა ადვოკატი. როგორც მან განმარტა მას აიძულებენ რაღაც ქაღალდებზე ხელის მოწერას, მაგრამ ის ამას არ აკეთებეს. ასევე მანვე თქვა, რომ 30-დღიანი პატიმრობით ემუქრებიან", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს"ვასო ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ფილარმონიათან პოლიციამ წარწერებისთვის „არ შეხოთ უნივერსიტეტებს" სამი სტუდენტი ნიკოლოზ ჩომახაშვილი, თორნიკე ხეთაგურაშვილი და გიორგი არაბაშვილი დააკავა. მოგვიანებით სასამართლომ მათ ადმიანისტრაციული ჯარიმა 100 ლარი დააკისრა და გაათავისუფლა. გუშინ პერფორმანსი „არ შეხოთ უნივერსიტეტებს" ვაჟა ფშაველას ძეგლთან გაიმართა.