„28 ივნისს ბრიუსელში აფხაზეთს მიეცემა საშუალება ევროკავშირის ქვეყნებს თავისი კულტურა და ტრადიციები გააცნოს",_ წერს აფხაზური მედია. მათივე ინფორმაციით, ეს იქნება საშუალება აფხაზეთისათვის მიიტანოს ევროპულ საზოგადოებამდე ინფორმაცია მათი „პატარა და ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნისა და ხალხის შესახებ".
ღონისძიება ევროპარლამენტის შენობაში „ევროპარლამენტში ჩერქეზული დღის" ღონისძიების ფარგლებში გაიმართება.
მათივე ინფორმაციით , მოეწყობა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი და ევროპა - გზა ურთიერთგაგებისა და დაახლოებისაკენ".
აფხაზურ დელეგაციას ამ ღონისძიებაზე აფხაზ-აბაზგური ხალხის კონგრესის პრეზიდენტი ტარას შაბმა უხელმძღვანელებს.