„კუდ"-ის ყოფილი თანამშრომელი იმ პირების ვინაობას ასახელებს ვინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სკანდალური ჩანაწერები გაიტანა. „პირველი რადიოს" რადიოკლუბში თემურ კენკებაშვილმა განაცხადა, რომ არქივი მთლიანია შემადგენლობით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაიტანეს.
„ეს არქივი მთლიანი შემადგნელობით წაღებული აქვს შსს-დან რამდენიმე პირს. მე მომსწრე ვარ, როგორ ხდებოდა ამათი შეგროვება -შეკოწიწება, ეს ხდება ძირითადად 2 ოქტომბრიდან მას შემდეგ, რაც" ნაცმოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. და ამის შემდგომ ხდება ყველა ამის შეკრება და გატანა შსს-დან . თავისთავად ცხადია ორიგინალები იქ დარჩა და ასლები იქნა გატანილი, სამი პირონების მიერ. ესენი არიან" „კუდ"-ის ყოფილი დირექტორი ვაჟა ლელუაშვილი, გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და კიდევ ერთი პიროვნება ზურაბ თუთბერიძე მოდულის შენობის აიტი სამსახურის უფროსი",-განაცხადა თემურ კენკებაშვილმა .