ნიგერიაში ოთხი ადამიანი შეიარაღებული ძარცვისა და მკვლელობისათვის სიკვდილით დასაჯეს. სიკვიდილით დასჯა ამ ქვეყანაში 2006 წლიდან არ განხორციელებულა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International"-ი აცხადებს, რომ ეს სიკვილით დასჯა მოწმობს მკვეთრ შემობრუნებას სასჯელის ამ ზომასთან დაბრუნების საკითხში. ორგანიზაციამ ამ დღეს ნიგერაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში „შავი დღე" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ნიგერიაში სიკვდილმისჯილთა კამერებში დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონატანმა მცირე ხნის წინ რეგიონების ხელმძღვანელებს მიმართა მოწოდებით ხშირად მოაწერონ ხელი სიკვდილით დასჯის განაჩენს, იმისათვის რათა ქვეყანაში დანაშაულის დონე შემცირდეს.