სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ოფიცერი რუსუდან ხარბედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ რუსუდან ხარბედიამ ვადაგასული ფიტოსანიტარული სერთიფიკატის საფუძველზე, გასცა ვეტერინალური სასაზღვრო - საკარანტინო ნებართვა, რის შემდეგაც ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.