ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებს ყველა კანონიერ გზას და საშუალებას, რათა სპეცსამსახურების გაქცეული თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი დააპატიმროს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო გზას და ვითანამშრომლებთ ყველა ქვეყანასთან, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდეს საჭირო პროცედურების განხორციელება", - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თეთრ სახლში შეხვედრისას.
უკანასკნელი ინფორმაციით, ედუარდ სნოუდენმა, რომელიც ჰონ-კონგიდან მოსკოვში ჩაფრინდა, რუსეთის ტერიტორია უკვე დატოვა. ცნობილი პორტალის„ Wikileaks" შემქმნელის ჯულიან ასანჟის თმით, ამჟამად სნოუდენს საფრთხე არ ემუქრება.
„ის არც მოღალატეა და არც ჯაშუში. ის ინფორმატორია, რომელმაც საზოგადოებას მძიმე სიმართლე გააცნო. ამ ეტაპზე, ვერ გავავრცელებ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ რამდენიმე ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ, მისთვის თავშესაფრის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ასანჟმა. მისივე თქმით, ჰონ-კონგიდან გამოფრენის შემდეგ სნოუდენის ხარჯებს სრულად ფარავს „Wikileaks".
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, შეერთებული შტატების სასამართლომ დაუსწრებლად დასდო ბრალი ჯაშუშობაში და პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები