ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალს ღიმილით უყურებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
,,თავად ბრალდებული ვანო მერაბიშვილის ბრალს არ აღიარებს და ღიმილითაც უყურებს, რადგან იმდენად ზოგადი და იმდენად არაფრისმომცემია მასში არსებული შინაარსი. ძირითადი ბრალის ფორმულირება აწყობილია ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ჩვენებაზე, შესაბამისად თქვენ თვითონ მიხვდებით რამდენად ობიექტურია მასში არსებული მონაცემები, რადგან იგი დაინტერესებული პირის მიერაა გაჟღერებული", _ განაცხადა ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმა.