საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანაიტ სარგსიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს" გავლით, საბაჟო წესების დარღვევით 18 083 ლარის ღირებულების ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები შემოიტანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.