პროკურორებმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალი უკვე გააცნეს.
პროკურორები და ადვოკატები ციხეში, დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდნენ, თუმცა მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი დაუმძიმდა.