დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 45 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, დაჭრილი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.
მას ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
შელაპარაკება გარდაცვლილის ავტოფარეხში მოხდა, სადაც იგი მანქანების ღებავდა. შელაპარაკების მიზეზიც სწორედ ეს გახდა, მკვლელი მას მანქანის შეღებვას სთხოვდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.