რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თითი მოიჭრა. როგორც ჟურნალისტებთან პატიმრის დედამ განმარტა მის შვილს ამ ქმედებისკენ ციხის დირექტორმა გოჩა ვეშაგურმა უბიძგა.
პატიმრობაში მხრიდან თითის მოჭრის ფაქტს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ირაკლი კორძაიაც ადასტურებს, მაგრამ მომხდართან დაკავშირებით სხვა მიზეზებზე საუბრობს.
,,დაწესებულებში არსებობს სამეურნეო ნაწილი სადაც ზოგიერთი მსჯავრდებული მუშაობს და გოგოლაძესაც ჰქონდა იქ მუშაობის სურვილი, მაგრამ სხვა მსჯავრდებულებმა მასთან კონტაქტი არ ისურვეს ამიტომ ციხის ადმინისტრაციამ მას უარი უთხრა მუშაობაზე, რის გამოც პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა", _აცხადებს კორძაია და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები