,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დღეს, ან ხვალ დაუმძიმდება. მთავარმა პროკურორს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, შესაძლებელია თუ არა დაუმძიმდეს ბრალი ვანო მერაბიშვილს სამეგრელოში აღმოჩენილ მასალებთან დაკავშირებით.
,,აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით ახლა არანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა უახლოეს დღეში ვგეგმავთ გირგვლიანის საქმის ეპიზოდთან დაკავშირებით მისთვის ბრალის წარდგენას. ეს მოხდება უახლოეს დღეებში, შეიძლება ორ დღეში", _განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა.