სამეგრელოში კიდევ ოთხი სამალავი აღმოაჩინეს.ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.
„აღნიშნულ სამალავშიც არის აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები, თუმცა მათი შინაარსის შესახებ ჯერჯერობით უცნობია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები