შსს   სასაზღვრო   პოლიციის    N2  სამმართველოს  (ახალციხე)  ტერიტორიაზე,  N2  სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე,  სასაზღვრო  განწესმა,  საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს ახალციხის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,საზღვრის   უკანონოდ   გადაკვეთის   ფაქტზე  დააკავეს  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე  უფუკ  უ.,  რომელმაც  სასზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით  უკანონოდ გადმოკვეთა  საქართველოს  სახელმწიფო საზღვარი. 
აღნიშნული  ფაქტთან  დაკავშირებით  აღიძრა სისხლის სამმართლის საქმე   საქართველოს  სისხლის  სამმართლის  კოდექსის  344-ე  მუხლის I  ნაწილით.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები