იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა კონტრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„ბრალი ვანო მერაბიშვილს დაუმძიმდება გირგვლიანის საქმეზე, მაგრამ დეტალებზე სჯობს, რომ მთავარმა პროკურორმა და პროკურორებმა ისაუბრონ", _ აცხადებს თეა წულუკიანი.