სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით დაკავებულ 9 ბრალდებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ესებუამ მიიღო.
დაკავებულების წინასასამართლო სხდომა 13 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა სამეგრელოში, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.