დღეს, 26 თებერვალს, 17:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) სააქტო დარბაზში რადიო "მწვანე ტალღის" რადიოპროექტ "ქართული მედიის კრიტიკის" სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით.
გადაცემა შეიქმნა პროფესიული მედია კრიტიციზმის საჭიროებასა და განვითარებაზე საუბრების დაწყების მიზნით.
გადაცემაში საუბარი იქნება ქართულ მედიასივრცეში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე. განსახილველი თემები არ იქნება შემოფარგლული მხოლოდ ვიწრო პროფესიული ჩარჩოებით.
გადაცემას ‘'რადიო მწვანე ტალღის'' პირდაპირ ეთერში ყოველ ორშაბათს, 19 საათზე ლაშა ბაქრაძე, სანდრო თარხან-მოურავი და სანდრო ნავერიანი გაუძღვებიან.
შეხვედრის ბოლოს გადაცემის წამყვანები და პროექტის ხელმძღვანელები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.