დღეს, 26 თებერვალს, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, აბო თბილელის ქუჩაზე წყალდენის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებით, 11:00-იდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება აბო თბილელის, ასათიანის, აბოვიანისა და იერუსალიმის ქუჩებს, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის ნაწილსა და ბეთლემის აღმართს.
სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახური დილიდან შეუდგება. კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.