ფარული ჩანაწერების 12 888 ფაილი ინახება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანში პიკანტური მომენტები არაა ასახული.
,,შსს-ში დევს 12 888 ფაილი, რომლიდანაც ყველა არ მოიცავს პიკანტურ მომენტს, პიკანტურ მომენტს ძალიან ცოტა ფაილი მოიცავს. დანარჩენი ფაილები ეს არის ჩვეულებრივი ფაილები, სადაც არიან აღწერილი პოლიტიკური პარტიების შეხვედრები, ასევე ჟურნალისტები, სამღვდელოების წარმომადგენლები. ამიტომ ეს მასშტაბები უნდა ნახონ ეს მასშტაბები", -განაცხადა კახიშვილმა.