საქალაქო სასამართლოში სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ მასალებთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. აქედან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია ორი კი ყოფილი პოლიციელი.