ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკის მეხუთე რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, მილიციაში, 20 ივნისს 23:00 საათზე, შევიდა შეტყობინება, რომ მეხუთე მიკრორაონში სახლის სადარბაზოში კავკასიური წარმოშობის მამაკაცის გვამი ეგდო.
მათივე ინფორმაციით, 30 წლის ქართველი ახალგაზრდა ცეცხლასროლი იარაღითაა მოკლული. აღნიშნულ ფაქტზე ბიშკეკის მილიციამ სისხლის სამართლის საქმე 97-ე მუხლით აძღრა.
ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქე ბიშკეკში ბინას 2 მეგობართან ერთად ქირაობდა. მკვლელი მსხვერპლს სადარბაზოში ელოდებოდა. ექსპერტებმა სადარბაზოში რამდენიმე ჰილზი იპოვეს. გასროლა სავარაუდოდ მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან განხორციელდა. ამ დროისთვის მოკლულის ვინაობა არ სახელდება.