სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ემზარ შუბლაძემ და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილის ემზარ შუბლაძის თქმით, მათ თანაპარტიელზე მიხეილ ნიკოლეიშვილზე ზეწოლა შსს-ს სპეცსამსახურებმა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ ჩრდილელმა განახორციელეს. შუბლაძის თქმით უკვე რამდენიმე კვირაა სპეცსამსახურები ნაციონალ დეპუტატებს დაჭერით ემუქრებიან.
„უკვე რამდენიმე კვირა ჩვენს დეპუტატებზე ხორციელდება ზეწოლა დაჭერის მუქარით, ნაწილი ამ დეპუტატებისამ ამ ყველაფერს გაუძლო, ნაწილმა კი პარტიის რიგები დატოვა. ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ავირჩიოთ, სწორედ ამიტომ დღეს ჩვენზე გაძლიერდება ზეწოლა, რის გამოც საკრებულოს ოცდაერთივე ნაციონალი დეპუტატი ერთად შევიკრიბებით დახურულ ოთახში და ღამეს ხვალინდელ საკრებულომდე ერთად გავათევთ, რადგან სპეცსამსახურებმა ჩვენზე ცალკე ზეწოლა არ განახორციელონ", - განაცხადა ემზარ შუბლაძემ.
ცნობისთვის, ხვალ სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.