ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სს „საქელექტრომანქანის" დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბარელაძე და ამავე საზოგადოების საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაგულიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა „საქელექტრომანქანის" სახელით დაამზადეს ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლითაც თითქოს ამ ორგანიზაციამ ერთ-ერთ შპს-ს 14 900 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიჰყიდა. რის სანაცვლოდ მათ 4 500 ლარი აიღეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.