მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა პერუში ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად. წინასწარი ვერსიით, ტრანსპორტის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.
ტრაგედია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ჰუნინის რეგიონის ქალაქ სან-რამონში მოხდა. სულ ავტობუსში 52 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 9 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ავარიის ადგილზე ამ დრომდე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.