წუხელ დაკავებული სამი სტუდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. სტუდენტებს სამართალდამცავები ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი დარღევას ედავებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" არასამთავარობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ განუცხადა.
"პოლიციამ სტუდენტები ნიკოლოზ ჩომახაშვილი, თორნიკე ხეთაგურაშვილი და გიორგი არაბაშვილი წუხელ ფილარმონისთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან დააკავა, სადაც ისინი წარწერებს "არ შეეხოთ უნივერსიტეტს!" აკეთებდნენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ვასო ურუშაძემ.
ურუშაძის თქმით, სტუდენტების დაკავებაში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მონაწილეობდა.
"დაკავების შემდეგ ისინი პოლიციაში გადაიყვანეს სადაც მათი დაკითხვა ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილის 6 საათზე ისინი გამოუშვეს და ამ დილით გაიმართება სასამართლო სხდომა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ურუშაძემ.
.