საქართველოს მოქალაქეს, 34 წლის დავით მურთინელს, ბერძენი მსახიობის ნიკოს სერგიანოპულოსის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლომ 5 ხმით ერთის საწინააღმდეგოდ მურტინელი დამნაშავედ სცნო და ასევე არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა გაეთვალისწინებინა მომხდარ ფაქტამდე მისი კეთილსინდისიერი ცხოვრების წესი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მას 20 წლისა და 10 თვის პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა პროკურორმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
სასამართლომ დაადგინა რომ ქართველმა მკვლელობა მშვიდ ფსიქიკურ მდგომარეობაში ჩაიდინა. იმავდროულად მკვლელს 10 თვიანი პატიმრობა მიესაჯა მსახიობის სახლიდან ფულისა და კომპიუტერის ქურდობისთვის.
მულტინელის განმარტებით ის მომხდარის გამო წუხს თუმც განმარტავს, რომ მსახიობი ემუქრებოდა მას და სექსს სთავაზობდა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 4 ივნიის მსახიობი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 21 გულის არეში ჭრილობა ქონდა მიყენებული. დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი იყო მკვლელობის იარაღი - დანა. ხოლო ერთი თვის მერე პოლიციამ დამნაშავესაც მიაკვლია, რომელმაც დანაშაული აღიარა.