სამართალდამცავებმა სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შს მინისტრის განცხადებით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი.
ღარიბაშვილის განმარტებით, დაკავებულებს შორის ასევე არის პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.
,,ეს იყო სისტემური პრობლემა და არა ერთი რეგიონის პრობლემა. ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში", _განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს უფრო დეტალურ ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებს.