ერაყის დედაქალაქში ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აფეთქების შედეგად დაჭრილია 30 ზე მეტი ადამიანი. ბოლო რამდენიმე თვეა მუსულმანურ მიმდიარეობებს - შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება ერაყში გამწვავდა. ექსპერტების ვარაუდოდ შესაძლოა ყოველივე ეს რელიათაშორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს.