ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყატარში მთავრობის წარმომადგენლები გაემგზავრებიან, რომლებიც მოძრაობა „თალიბანს" სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებენ. „როიტერის" ინფორმაციით, „თალიბანმა" უკვე გააკეთა განცხადება, ყატარში თავისი წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
შეგახსენებთ, რომ ისლამისტური მოძრაობა „თალიბანი" ავღანეთისა და პაკიტანის ტერიტორიაზე მოქმედებს, რომელიც ნატოსა და სამთავრობო ძალებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს.