სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებს, რომ სირიის ოპოზიციის შეიარაღება ევროპას ძვირად დაუჯდება. განცხადება ამის შესახებ ბაშარ ასადმა გერმანულ გაზეთ „Frankfurter Allgemeine Runschau"- თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„თუ ევროპელები დაიწებენ იარაღის მიწოდებას, ტერორისტები ევროპის ზურგში აღმოჩნდებიან და ევროპა ამაში მაღალ ფასს გადაიხდის", _ განაცხადა ასადმა.
ამასთან ერთად, ამ ინტერვიუში ასადმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რომლის შედეგადაც 150 ადამიანი დაიღუპა.
„მასობრივი იარაღი ასობით ადამიანს ანადგურენს. სწორედ ამიტომაც იყენებენ მას. სწორედ ამიტომაც ჩვენთვის აბსოლუტურად არალოგიკურია მისი იქ გამოყენება სადავ კონცენციონალური იარაღი გამოიყენება. პარიზში, ლონდონში ან ვაშინგტონში მცირედი დასტური რომ ჰქონდეთ ამ იარაღის გამოყენების შესახებ, ეს უკვე მთელს მსოფლიოს ეცოდინებოდა", _ აცხადებს ასადი.
ამასთან ერთად, ასადმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო გამარჯვებებში სირიაში მთავარი ადგილი ლინაბურ „ჰეზბოლას" ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე მხოლოდ „ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრი იმყოფება.
სირიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის ფარგლებს გარეთ ამ კონფლიქტის გავრცელებას დომინოს ეფექტი ექნება.
„ვერავინ ვერ წარმოიდგენს, თუ როგორ გამოიყურებოდეს იქნება რეგიონი საზღვრების გადაწევ-გადმოწევის შემდეგ. ეს იქნება ახალი რუკა - რუკა უთვალავი და უსასრულო ომებისა ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იქნება", _ განაცხადა სირიის პრეზიდენმა.