დღეს, საერთაშორისო ძალებმა ავღანეთში ქვეყნის უსაფრთხოებაზე კონტროლი სრულიად ავღანელ კოლეგებს გადააბარეს.
ავღანეთის 95 ოლქში უსაფრთხოების დაცვის უფლებამოსილების გადაბარების სზეიმო ცერემონიალს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კაყარზაი ესწრებოდნენ.
თუმცა, საზეიმო ცერემონიალი ყაბულში აფეთქებამ გააფერმკრთალა. ტერაქტის შედეგად, რომელიც დეპუტატ მოჰამმად მოჰაკიკის წინააღმდეგ იყო მიმართული სამი ადამიანი დაიუპა და 30 მდე დაიჭრა. თავად დეპუტატი არ დაზარალებულა.
ამ დროისათვის ავღანეთში უცხო ქვეყნების სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა დაახლოებით 100 ათასს შეადგენს. საერთაშორისო კოალიციის ძირითადი ნაწილის გამოყვანა ავღანეთიდან 2014 წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი.
როგორც ადრე რასმუსენმა განაცხადა, 2014 წლის ბოლოს ნატო ავღანეთში დაიწყებს ახალი მისიის განხორციელებას რომელსაც „გადამწყვეტი მხარდაჭერა" ეწოდება და რომელიც საბრძოლო მოქმედებების ჩატარების გარეშე ავღანეთის ძალებისათვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები