შს ყოფილმა მინისტრმა და ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მიზეზი კანონით გათვალისწინებული ნორმების შეუსრულებლობაა.
,,შიმშილობის დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ მას შესაძლებლობა არ მიეცა საკანში ჰქონოდა ტელევიზორი, რასაც კანონი ,,პატიმრობის შესახებ" პირდაპირ ითვალისწინებს. ასევე, ჩვენ მიერ იყო მოთხოვნა, რომ ციხის ადმინისტრაციას მიეცა მინდობილობა, რომელიც მისი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემდა განეკარგათ მისი საბანკო ანგარიშები, რაზეც ამ პერიოდში ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილმა დაიწყო შიმშილობა", _ განაცხადა ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსვის ციხეში იმყოფება და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.