ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ვანო ჩხარტიშვილი ჯერ არ დაუკითხავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ვანო ჩხარტიშვილის დაკითხვის ვადებთან დაკავშირებით ამ დროისთვის რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვანო ჩხარტიშვილის საქმეზე გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს. თუმცა თუ როდის დაიკითხება ბატონი ჩხარტიშვილი, ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაზეთმა "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვანო ჩხარტიშვილი შესაძლოა დააკავონ. ინფორმაციას, რომ ჩხარტიშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობას, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ნათია სუხიაშვილიც ადასტურებს.