,,რადისონში" მიმდინარე მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე აირჩია.
ფარული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 224 მოსამართლიდან 222-მა მიიღო და ლევან მურუსიძემ 205 ხმა ხვდა.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა, მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, ილონა თოდუამ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ საკუთარი კანდიდატურები მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს, რის გამოც ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.