15 ივნისს ავსტრიაში გამართულ გეი აღლუმზე ქართველ ლგბტ საზოგადოებას სოლიდარობა გამოუცხადეს. აღლუმის ერთ-ერთი მონაწილის კოსტიუმს სასულიერო პირის შავი კაბა წარმოადგენდა, რომელსაც საქართველოს დროშა მკლავზე ჰქონდა მიკრული და ხელში ტაბურეტი ეჭირა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბროძლის საერთაშორისო დღეს მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებზე სასულიერო პირი დაფიქსირდა, რომელიც ყვითელ ავტობუსს ტაბურეტს ურტყამს. თუმცა ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სასულიერო პირს ეს სკამი დასაჯდომად სჭირდებოდა რადგან მას წინა დღეებში ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.