პაკისტანის ქალაქ კვეტაში, სადაც ჯერ ტერორისტებმა ააფეთქეს ავტობუსი, რომლითაც სტუდენტი გოგონები გადაადგილდებოდნენ, ბოევიკებმა იერიში მიიტანეს ქალაქის მთავარ საავადმყოფოზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ავტობუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში მიიყვანეს, შენობაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, ბოევიკებმა შენობის მიმართულებით გარედანაც გახსენს ცეცხლი.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, სროლის შედეგად ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურმა შენობას ალყაში მოაქცია.
ავტობუსი, რომლითაც ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონები გადაადგილდებიან, მანამდე აფეთქდა, სანამ სტუდენტების სახლებში დასარიგებლად დაიძრა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ბელუჯისტანის პროვინციაში ძალადობის ზრდა შესამჩნევი გახდა. მშვიდობიან მოსახლეობას იერიშებს ახორციელებენ როგორც სეპარატისტები, ასევე ისლამისტი ექსტრემისტები.
მასალის გამოყენების პირობები