17 ივნისს, 17:15 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში იწვევს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებთან ღიად განიხილავს განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებს და მოისმენს სტუდენთა მოსაზრებებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც წინასწარ რეგისტრაციას გაივლის.
მასალის გამოყენების პირობები