საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტოშიო კაიტანის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობა და ის პოლიტიკური მხარდაჭერა იყო, რომელსაც იაპონია მუდმივად გამოხატავს საქართველოს მიმართ.
მასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვასა და საკუთარ მიწა-წყალზე მათი დაბრუნების უფლებას ითვალისწინებს.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, კენჭისყრის პროცესში იაპონურმა მხარემ ძალისხმევა არ დაიშურა იმისთვის, რომ ამ რეზოლუციას უფრო მეტი მომხრე ჰყოლოდა.