საქართველოს უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორები ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ და აღნიშნული ცვლილებების შეჩერებას ითხოვენ.
,,ამ კანონპროექტის მიხედვით ვარდებით არასახარბიელო სიტუაციაში. აღმოვჩნდებით გაუარესებულ პირობებში როგორც სტატუსის ასევე ხელფასის მიხედვით. ამიტომაც ჩვენი მოთხოვნაა, მოხდეს მისი შეჩერება რათა განათლების სამინისტრომ დაიწყოს დისკუსიები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. დღეიდან, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და თუ ეს კანონი არ იქნება შეჩერებული იძულებული ვიქნებით ჩვენი უფლებები დავიცვათ სასამართლოში", - განაცხადეს პროფესორებმა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში.