პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე, მეორე ტურში გადასული 12 კანდიდატიდან საბჭოს ექვს წევრს აირჩევენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ აქედან ორი წევრის ასარჩევად უმრავლესობას უმცირესობის ხმები სჭირდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დაკომფლექტებაზე მათ კენჭისყრის დაწყებამდე მიმართეს უმრალვესობას, რომ დაეწყოთ კონსულტაცია, მაგრამ მათი ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ" არ გაიზირა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აპოლიტიკურები უნდა იყვნენ, თუმცა არჩეული და მეორე ტურში გადასული თითქმის ყველა წევრი „ქართული ოცნების" მხარდამჭერია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.