საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რატომ უწოდებენ პროვოკაციას შსს-ს მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს, რომლებიც პრეზიდენტის მფრინავთან არიან დაკავშირებულები. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა და დაელოდონ ობიექტურ გამოძიებას.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.