აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკუთარი პოზიცია სირიასთან დაკავშირებით შეცვალა. აშშ-მა მიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს და გაზარდოს სირიის ოპოზიცის მხარდაჭერა. ამის შესახებ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწის მოადგილემ ბენ როდსმა განაცხადა.
"პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება შეცვლის დამოკიდებულებას და ეს ასეც მოხდა", - განაცხადა როდსმა მას შემდეგ, რაც საჯარო გახადა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ასადის რეჟიმმა საკუთარი მოაქალაქების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყებნა.
"ასადის რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ, მისმა მოქმედებებმა მიგვიყვანა ოპოზიცისთვის დახმარების მასშტაბისა და მოცულობის გაზრდისკენ... ეს ძალისხმევა მომავალშიც გაიზრდება", - განაცხადა როდსმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე კონფლიქტში 2011 წლის შემდეგ 90 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათასობით ბავშვია დაღუპული.